Thumbnail
  • ელექტრომობილზე წინასწარ შეკვეთებს რამდენიმე კვირაში მიიღებენ
  • სადემონსტრაციო ფოტოებზე Corsa-ს ბრიტანული ვერსიაა წარმოდგენილი

გერმანულმა კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, Corsa-ს ელექტრო ვერსია გამოუშვა. Corsa e-ს მართვის სამი რეჟიმი გააჩნია. ავტომობილის ელექტროძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა. 50 კილომეტრამდე სიჩქარეს ელექტრომობილი 2,8 წამში განავითარებს, 100 კმ/სთ-ს კი 8,1 წამში. Opel-მა ელექტრომობილის ბრიტანული ვერსიის ფოტოები გაავრცელა. ავტომობილების უმრავლესობა, რომლებსაც კომპანია დიდ ბრიტანეთში აწყობს  Vauxhall-ის მარკის სახელს ატარებს.

ელექტრომობილს დამუხტვის შემდეგ 300 კილომეტრის გავლა შეუძლია. აკუმულატორის 80 პროცენტამდე დასამუხტად ნახევარი საათიც საკმარისია. ავტომობილს მართვის სამი რეჟიმი გააჩნია.

ელექტრიფიცირებული Corsa გამოირჩევა დინამიური სპორტულ დიზაინით  და ამავე დროს კომპაქტური მოდელია. Opel-ის წარმომადგენლების განცხადებით, ელექტრომობილზე წინასწარი შეკვეთების მიღება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები