Thumbnail

ვიდეო: რამდენად სწრაფია 5G ინტერნეტი?

  • Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეოში 5G ინტერნეტის რეალური სიჩქარე ჩანს
  • 5G ინტერნეტი 4G-ზე 10-ჯერ სწრაფია

5G ინტერნეტის განსაკუთრებული სისწრაფის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი თაობის ქსელი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი, რთულია აღვიქვათ, თუ რამდენად სწრაფია რეალურად ის.

მობილური ქსელი Verizon-ის თანამშრომელმა, ჯორჯ კორონეოსმა Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია 5G ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე სამსუნგის ახალ, Galaxy S10 5G სმარტფონზე. SpeedTest აპლიკაციაში ჩანს, რომ 5G ინტერნეტის გადმოწერის სისწრაფე წამში 1GB-ს აჭარბებს, რაც 4G ინტერნეტის შესაძლებლობებზე 10-ჯერ სწრაფი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 4G ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე 100 მბ/წმ-ს არ აღემატება.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები