Thumbnail

მთვარის სადგურ Gateway-ს პირველ სეგმენტს კომპანია Maxar დაამზადებს

  • Maxar-თან 375 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმეს
  • Gateway-ს მთვარის და მარსის მისიებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება

Maxar Technologies კოსმოსური ტექნოლოგიებზე სპეციალიზირებული ნაკლებად ცნობილი კომპანია. სწორედ ამ კომპანიას დაეკისრება მთვარის ორბიტალურ სადგურ Gateway-თვის პირველი სეგმენტის დამზადების უმნიშვნელოვანესი მისია. NASA-მ Maxar-თან უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ღირებულება 375 მილიონი დოლარია.

Maxar Technologies 1969 წელს დაარსდა. კომპანიის სათავო ოფისი ვესტმინსტერშია (კოლორადოს შტატი) განლაგებული. მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტებია Canadarm- გიგანტური მანიპულატორი, რომელსაც NASA-ს კოსმოსურ შათლებზე გამოიყენებდნენ და მანიპულირების სისტემები Canadarm 2 და Dextre საერთაშორისო კომოსურ სადგურზე.

Gateway-ს (Lunar Orbital Platform- Gateway)  პროგრამა NASA-მ ოფიციალურად 2017 წლის მარტში წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს მრავალმოდულიანი სადგურის მშენებლობას. კოსმოსური სადგური ერთგვარი ბაზა უნდა გახდეს მთვარეზე ადამიანის დასაბრუნებლად. ამავე დროს, მას მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება მარსის მისიის განხორციელების დროს. Gateway-ზე მუდმივად იმუშავებს ოთხი ასტრონავტი. ეკიპაჟს სადგურზე რაკეტა Space Launch System-ით კოსმოსური ხომალდი Orion გადაიყვანს.

NASA-მ 2019 წელს ამ პროექტისთვის 450 მილიონი დოლარი გამოყო. 2020 წლისთვის Gateway-ს დაფინანსება გაიზრდება და წინასწარი გათვლებით 821 მილიონი დოლარს შეადგენს. სადგურის მშენებლობის დაწყება 2022 წელს იგეგმება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები