Thumbnail

BMW ელექტრო სკუტერს გამოუშვებს

  • BMW-ს ელექტრო სკუტერი 2019 წლის სექტემბერში გამოვა
  • მაღალი ფასის და სუსტი ტექნიკური მახასიათებლების გამო E-Scooter-ს სხვა სკუტერებთან კონკურენცია გაუჭირდება

ელექტრო სკუტერების მზარდი პოპულარობის ფონზე სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად BMW-მაც გადაწყვიტა ეს სეგმენტი აეთვისებინა. ბავარიულმა ავტოგიგანტმა ელექტრო სკუტერი E-Scooter კომპანია Micro-სთან თანამშრომლობით შექმნა. კომპაქტური სკუტერი ქალაქში მოძრაობისთვის არის გამიზნული. თუმცა Electrec-ის მიმომხილველების შეფასებით, BMW-ს პირველი მცდელობა წარმატებული ვერ იქნება.

კრიტიკის ძირითადი მიზეზი სკუტერის ტექნიკური მახასიათებლებია. E-Scooter-ის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 20 კმ/სთ-ია, დამუხტვის შემდეგ კი მას 12 კილომეტრის გავლა შეუძლია. ძრავის შეზღუდული სიმძლავრე სკუტერს აღმართში ასვლის დროსაც გაურკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ნაკლებად შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლების ფონზე ელექტრო სკუტერის ღირებულება საკმაოდ მაღალია. E-Scooter-ის შეძენის მსურველს 890 დოლარის გადახდა მოუწევს, მაშინ როდესაც სხვა მწარმოებლების ანალოგიური სკუტერების ფასი 300 დოლარია.

BMW-ს ელექტრო სკუტერის დადებითი მხარე  პირველ რიგში აკუმულატორის სწრაფად დამუხტვის შესაძლებლობაა. E-Scooter-ის შეძენას მომხმარებელი 2019 წლის სექტემბრიდან შეძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები