Thumbnail

Skoda პირველ სერიულ ელექტრომობილს გამოუშვებს

  • Citigo  iV-ის წარმოება 2019 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება
  • ელექტრომობილის ფასი 20 ათას ევროზე ნაკლები იქნება

ჩეხური ავტომწარმოებელი, რომელიც Volkswagen AG-ს საკუთრებაშია, პირველ სერიულ ელექტრომობილს გამოუშვებს. ბოლო პერიოდში Skoda-მ  კონცეპტის სახით რამდენიმე ელექტრომობილი წარმოადგინა. ამჯერად კი კომპანია უკვე მზადაა დაიწყოს ჰეტჩბეკ Citigo  iV-ის წარმოება.

Citigo  iV ქალაქის პირობებისთვის განსაზღვრული ოთხადგილიანი ელექტრომობილია. მისი სიგრძე 3,6 მეტრია. დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილი 265 კილომეტრს გაივლის. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის წარმოების დროს არ გამოიყენებენ Volkswagen-ის ელექტრო პლატფორმა MEB. ექსპერტების შეფასებით, MEB-ის გამოყენების შემთხვევაში  Citigo-ს ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

Skoda-ს ელექტრომობილის ზუსტი ფასი ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტომობილის ღირებულება 20 ათას ევროზე ნაკლები იქნება. ასეთი ფასი Citigo-ს ერთ-ერთ ყველაზე იაფ ელექტრომობილად აქცევს. Skoda მოდელის სერიულ წარმოებას 2019 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ჩეხური ავტომწარმოებლების გეგმებშია 2025 წლისთვის დამატებით ელექტრომობილების ხუთი ახალი მოდელის გამოშვება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები