Thumbnail

ალგორითმის მეშვეობით რობოტმა წერა და ხატვა ისწავლა

  • რობოტმა ათ სხვადასხვა ენაზე ტექსტის დაწერა შეძლო
  • რობოტს ასევე შეუძლია მარტივი ესკიზების კოპირება

ბრაუნის უნივერსიტეტის (როდ აილენდის შტატი)  მკვლევარებმა რობოტს წერა და ხატვა შეასწავლეს. ალგორითმი, რომელსაც რობოტი იყენებს, უნივერსიტეტის სტუდენტმა ატსუნობუ კოტანიმ შექმნა. ალგორითმის გამოსაცდელად მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს. დაფაზე იაპონური სიტყვა დაწერეს და რობოტს მისი კოპირება დაავალეს. რობოტმა დაფაზე რთული იაპონური იეროგლიფების გამოყვანა შეძლო.

ექსპერიმენტის ფარგლებში რობოტს წერა სხვა ენებზეც დაავალეს. დაფაზე ერთი და იგივე სიტყვა ათ სხვადასხვა ენაზე დაწერეს, მათ შორის ინგლისურად, იდიშზე, ჰინდიზე, ურდუზე, ჩინურად და ბერძნულად. რობოტმა ამ შემთხვევაშიც წარმატებით მოახერხა ტექსტის კოპირება. ერთადერთი ტექსტი, რომელიც ალგორითმმა ვერ აითვისა, არაბულია. მიზეზი არაბული მართლწერის სპეციფიკაა. რობოტმა მარჯვნიდან მარცხნივ ტექსტის წერა ვერ შეძლო.

ამის შემდეგ ალგორითმს უფრო რთული ამოცანის შესრულება მოუწია. რობოტს 6 წლის ბავშვების დაწერილი ტექსტის მათივე ხელწერით კოპირება შესთავაზეს. მან ეს ამოცანაც წარმატებით შეასრულა. გაირკვა ალგორითმს მარტივი ესკიზების შესრულება შეუძლია.

როგორ წერს და ხატავს რობოტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში:

 

კომენტარები

ბოლო ამბები