Thumbnail

ჩინურმა კომპანიამ თვითმავალი ფურგონების წარმოება დაიწყო

  • Neolix 2019 წელს ათას თვითმავალ ფურგონს გამოუშვებს
  • თვითმავალი ფურგონები უკვე მოძრაობენ  პეკინში და ჩანჩჟოუში

კომპანია Neolix-მა ავტონომიური ფურგონების სერიული წარმოება დაიწყო. 2019 წელს სტარტაპი ათასი თვითმავალი ფურგონის გამოშვებას აპირებს. Neolix-ის კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Huawei და JD.Com.

თვითმავალი ფურგონების დანიშნულება პირველ ეტაპზე მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის ადგილზე მიტანა იქნება. ავტონომიურმა ფურგონებმა უკვე დაიწყეს მუშაობა პეკინის და ჩანჩჟოუს რამდენიმე რაიონში.  Neolix-ის ხელმძღვანელი უი ენიუანის მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთში ავტონომიური ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩინური სტარტაპი პროდუქციის გაყიდვის ზრდასთან ერთად წარმოების გაფართოებასაც გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტს სურს 2024 წლისთვის ყოველწლიურად ასი ათასი თვითმავალი ფურგონი გამოუშვას. Neolix უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს. მისი პროდუქციის შეძენით შვეიცარიული, იაპონური და ამერიკული კომპანიები არიან დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები