Thumbnail

ახალი დამლაგებელი რობოტი სახლში იატაკს სრულყოფილად დაგისუფთავებთ 

  • რობოტები იატაკს მტვერსასრუტით და ტილოთი წმენდენ
  • დამლაგებელი რობოტები ევროპაში 12 ივლისიდან გაიყიდება

კომპანია iRobot-მა დამლაგებელი რობოტის ახალი ვერსიები - Roomba s9+ და Braava Jet m6 გამოუშვა. რობოტებს ტანდემში მუშაობით მტვრიანი ზედაპირების დასუფთავება და იატაკის მტვერსასრუტითა და ტილოთი გაწმენდა შეუძლიათ - მტვერსასრუტის ფუნქციას 1299$-ის ღირებულების Roomba s9+ ითავსებს, ხოლო იატაკების მოწმენდა Braava Jet m6-ის დანიშნულებაა, რომელიც 499$ ღირს. მომხმარებელს რობოტების სამუშაო პროცესის გაკონტროლება iRobot-ის აპლიკაციით შეუძლიათ.

Braava Jet m6 iRobot-ის წინა თაობის მტვერსასრუტთან, Roomba i7+-თანაც არის თავსებადი, თუმცა ახალი თაობის მტვერსასრუტი სამუშაოს უფრო ეფექტურად ასრულებს - მისი განახლებული ფორმა ოთახის კუთხეებში დაგროვებულ მტვერს უფრო მარტივად წვდება და ასუფთავებს. კომპანია ირწმუნება, რომ Roomba s9+-ის სიმძლავრე წინამორბედთან შედარებით 40-ჯერ მეტია. 
 
iRobot Roomba s9+ და Braava Jet m6 ამერიკაში უკვე იყიდება, ევროპაში კი დამლაგებელი რობოტები ბაზარზე 12 ივლისს გამოჩნდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები