Thumbnail

3D ლაზერულ პრინტერს მთვარის ზედაპირზე გამოიყენებენ

  • 3D ლაზერულ პრინტერს მთვარეზე 2021 წელს გამოცდიან
  • ექსპერიმენტი დაადგენს, რამდენად ვარგისია მთვარის მტვერი სამშენებლო მასალად

ჰანოვერის ლაზერის ცენტრი და ბრაუნშვაიგის უნივერსიტეტის კოსმოსური სისტემების ინსტიტუტი საერთო პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებში მკვლევარები 3D ლაზერული პრინტერის დახმარებით მთვარეზე კოლონიების გაშენებას გეგმავენ. 

ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარები თავდაპირველად ლაზერული სისტემის და PTScientists-ის მიერ შემნილი მთვარის ტრანსპორტის - lunar rover-ის ერთმანეთთან დაკავშირებით ეცდებიან დაამტკიცონ, რომ მთვარის ზედაპირზე არსებული მტვრისებური მასალისგან სამშენებლო კონსტრუქციების შექმნაა შესაძლებელი. 

მთვარეზე ადამიანების დასახლება არაერთი კოსმოსური სააგენტოს მიზანია, თუმცა აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი სწორედ სამშენებლო მასალების მთვარეზე ტრანსპორტირების პრობლემაა. ჰანოვერის ლაზერის ცენტრის ინფორმაციით, მთვარეზე 1 კილოგრამი სამშენებლო მასალის გადაზიდვა 700,000 ევროზე მეტი ღირს.

კოლონიის ლაზერული პრინტერით გაშენების იდეა დაფუძნებულია კონცეფციაზე, რომ მასალების მთვარეზე ტრანსპორტირების საუკეთესო ალტერნატივა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისებაა, თუმცა მანამდე სწორედ აღნიშნული ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს, პრაქტიკაში რამდენად არის მსგავსი რამ რეალურად შესაძლებელი. ექსპერიმენტი სტარტს 2021 წელს აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები