Thumbnail

skai - მფრინავი ტაქსი, რომელიც წყალბადის ელემენტებზე მუშაობს

  • Skai პირველი მფრინავი ტაქსია, რომელიც წყალბადის ელემენტებზე იმუშავებს
  • საფრენ აპარატს ხუთი მგზავრის გადაყვანა შეუძლია

მფრინავი ტაქსის კონცეფცია მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. უკვე არაერთი საფრენი აპარატი შეიქმნა, რომელსაც უახლოეს მომავალში კომერციული მიზნით გამოიყენებენ. მფრინავი ტაქსის პროექტზე კომპანია Alaka’i- ც მუშაობს, თუმცა გამომგონებლები აღნიშნავენ, რომ მათი საფრენი აპარატი კონკურენტების ანალოგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

Skai  პირველი მფრინავი ტაქსია, რომელიც წყალბადის ელემენტებზე მუშაობს. წყალბადის სავსე ავზით აპარატს ჰაერში ოთხი საათის განმავლობაში შეუძლია იყოს. ავზის ხელახლა შესავსებად მხოლოდ 10 წუთია საჭირო. Skai-ს ფრენის მაქსიმალური დისტანცია 650 კილომეტრია. საფრენ აპარატს 5 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

პირველ ეტაპზე Skai-ს პილოტი მართავს, თუმცა გამომგონებლები მომავალში ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე ვერსიის აწყობასაც აპირებენ. Skai საცდელ ფრენებს უახლოეს მომავალში შეასრულებს. თუმცა  Alaka’i-ს ხელმძღვანელის სტივ ჰანვის შეფასებით, მფრინავი ტაქსის კომერციული სერვისის დანერგვა ხანგრძლივი პროცესია და მას წლები დასჭირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები