Thumbnail

მარკ ცუკერბერგის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში დგას

  • კენჭისყრა კომპანიის მეწილეების ყოველწლიურ შეხვედრაზე გაიმართება
  • მარკ ცუკერბერგი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორისა და დირექტორების ბორდის თავმჯდომარეობის ფუნქციებს ითავსებს

Facebook-ის მეწილეების ყოველწლიურ შეკრებაზე  დღის წესრიგში კომპანიის დირექტორთა ბორდის თავმჯდომარეობიდან მარკ ცუკერბერგის გადადგომის საკითხი დადგება. ამ დროისთვის ცუკერბერგი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის გარდა კომპანიის დირექტორთა ბორდის თავმჯდომარეცაა.

მიუხედავად იმისა, რომ ხმების 60% წორედ ცუკერბერგის განკარგულებაშია და კენჭისყრაც დიდი ალბათობით საბოლოო ჯამში მის სასარგებლოდ დასრულდება, ცუკერბერგის წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობა გვაჩვენებს საერთო სურათს, მეწილეთა რა ნაწილს აქვს დარჩენილი ნდობა ცუკერბერგის მიმართ.

“მარკ ცუკერბერგი ორ სრულგანაკვეთიან პოზიციას იკავებს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციაში. კომპანიაში სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდებოდა, თუკი ის დროს მთლიანად აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობას დაუთმობდა, ბორდის მმართველობას კი სხვას გადააბარებდა.” - ჯონას კრონი, Facebook-ის მეწილე კომპანია Asset Management-ის ვიცე პრეზიდენტი

Facebook-ის მეწილეთა ყოველწლიური შეკრება დღეს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები