Thumbnail

Lego აპოლო 11-ის კოსმოსური ხომალდის კომპლექტს გამოუშვებს

  • კომპლექტი პირველ ივნისს გამოვა
  • Lego-ს კოსმოსური ხომალდი 100 დოლარი ეღირება

მთვარეზე ადამიანის პირველი მოგზაურობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია Lego-მ აპოლო 11-ის კოსმოსური ხომალდის ასაწყობი კონსტრუქცია გამოუშვა. ასაწყობი კოსმოსური ხომალდი გაყიდვაში პირველ ივნისს გამოვა და მისი ღირებულება 100 დოლარი იქნება

1087 ნაწილისგან შემდგარ კომპლექტში გვხვდება ასტრონავტების - ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის ფიგურები, რომელთა მოთავსება კონსტრუქციის ძირითად მოდულშიც არის შესაძლებელი. კოსმოსური ხომალდის მთავარი ნაწილში კოსმოსური მისიისთვის საჭირო აღჭურვილობა, ფანჯრები და კარებია განთავსებული. კონსტრუქციის მეორე ნაწილში, მთვარის ბაზაზე გვხვდება კრატერები, ფეხის ნაკვალევები, ამერიკის დროშა და სხვა დეტალები.

კონსტრუქციაში თითოეული დეტალი ისტორიული კოსმოსური მისიის ისტორიას ყვება - Lego-მ კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად NASA-სთან ითანამშრომლა. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები