Thumbnail

მეცნიერებმა 3D პრინტერით თვალის რქოვანა დაბეჭდეს

  • ხელოვნური რქოვანა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოვებულია
  • მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ხელოვნურ რქოვანას ტრანსპლანტაციისთვის უახლოეს მომავალში გამოიყენებენ

თვალის რქოვანას მძიმე დაზიანების დროს აუცილებელი ხდება მისი გადანერგვა. მიუხედავად ამისა, დონორების სიმცირის გამო, პაციენტებს რქოვანას გადასანერგად ტრანსპლანტაციის რიგში ყოფნა 5-6 წლის განმავლობაში უწევთ. ამ მიზეზის გამო ხელოვნური რქოვანას შექმნაზე არაერთი მეცნიერი მუშაობს. ამჟამად ხელმისაწვდომი ხელოვნური რქოვანა ქიმიური ნივთიერებებისგან, მათ შორის სინთეთიკური პოლიმერისგან იქმნება, შესაბამისად თვალთან სათანადოდ თავსებადი არ არის.

პხოხანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებმა 3D პრინტერით ბიო მასალისგან ხელოვნური რქოვანა დაბეჭდეს, რომელიც ცოცხალი ქსოვილისთვის დამაზიანებელი არ არის. 3D პრინტინგის პროცესში მკვლევარები რქოვანას მიკროგარემოს ქმნიან, რა გზითაც საბოლოო შედეგი ადამიანის თვალის რქოვანასთან მაქსიმალურად მიახლოვებულია. 

"აღნიშნული სტრატეგიით ვიღებთ ადამიანისთვის უსაფრთხო, გამჭირვალე რქოვანას. გვჯერა, რომ რქოვანასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებს გამოჯანმრთელების იმედი მიეცემათ.” მკვლევარი ჯინა ჯანგი

რქოვანა თვალის გამჭვირვალე ნაწილია, რომელიც თვალის უმეტეს ნაწილს ოპტიკურ სიმძლავრეს ანიჭებს და თვალის ფერად გარსს, გუგას და გარე საკანს ფარავს. რქოვანა თვალს ასევე იცავს უცხო სხეულებისგან და მასში სინათლის სხივს ატარებს. 3D ტექნოლოგიით შექმნილი რქოვანა გამჭირვალე და მოქნილია, შესაბამისად ის ეფექტურად ასრულებს ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ხელოვნური რქოვანის გადანერგვა საავადმყოფოებში უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები