Thumbnail

ქართველი სტარტაპერების გამოგონება - მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმა

Elven Technologies გუნდი თავდაპირველად უჩვეულო იდეის გარშემო გაერთიანდა. ილონ მასკის გეგმამ მარსზე პილოტირებული მისიის  გაშვების თაობაზე ქართველ სტარტაპელებს ასტრონავტების კოსტუმის შექმნა გადააწყვეტინა. ასტრონავტის კოსტუმზე მუშაობის დროს კი სრულიად ახალი იდეა გაჩნდა. სტარტაპის დამფუძნებლებმა ვამეხ ხერხეულიძემ და გიორგი გაბარაშვილმა მეხანძრის ცეცხლგამძლე, მაღალტექნოლოგიური კოსტუმის დამზადება დაიწყეს.

Elven Fire Heavy კოსტუმის მთლიანე გარე შრე არის ცეცხლგაუმტარი და აქვს  გამძლეობა მაღალი ტემპერატურის მიმართ. კოსტუმის შიგნითა შრეში, რომელიც უშუალოდ ეხება მეხანძრის კანს, ჩაყენებულია გაგრილების სისტემა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ აგრილებს მეხანძრეს 4-6 საათის განმავლობაში. კოსტუმი ასევე არის წყალგაუმტარი, რაც დამატებით იცავს მეხანძრეს წყლის ცხელი ორთქლისგან, რაც დღევანდელი უნიფორმების ერთ-ერთი დიდი ნაკლია.  სტარტაპს პროტოტიპზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ აქვს. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები