Thumbnail

Hyundai-მ ორსართულიანი ელექტრო ავტობუსი წარმოადგინა

  • ელექტრო ავტობუსში 70 დასაჯდომი ადგილია
  • ავტობუსს დამუხტვის შემდეგ 300 კილომეტრის გავლა შეუძლია

Huyndai-მ ორსართულიანი ელექტრო ავტობუსი წარმოადგინა, რომლის შექმნაზეც კომპანიის ინჟინრები თვრამეტი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ავტობუსის სიგრძე 13, სიმაღლე კი 4 მეტრია. ელექტრო ავტობუსში 70 დასაჯდომი ადგილია. შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ავტობუსში დამატებით ორი ადგილია გამოყოფილი.

ორსართულიანი ავტობუსი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. მისი გამოყენება ქალაქში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ ვითარებას. ამავე დროს ხელს შეუწყობს საცობების პრობლემის მოგვარებას, რადგან ორსართულიან ავტობუსს ჩვეულებრივ ავტობუსზე ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია- ბიონ ვუ ხვანი, Hyundai-ს წარმომადგენელი.

ელექტრო ავტობუსს დამუხტვის შემდეგ 300 კილომეტრის გავლა შეუძლია. დამუხტვისთვის საჭირო დრო კი მხოლოდ 72 წუთია. მწარმოებელმა ელექტრო ავტობუსი მთელი რიგი ტექნოლოგიური სიახლეებით აღჭურვა, რაც მძღოლს მართვას გაუადვილებს. მათ შორის არის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა და სპეციალური კამერა, რომელიც გზაზე წინაღობას აფიქსირებს.

ამ ეტაპზე კომპანია არ აკონკრეტებს როდის დაიწყება ავტობუსის სერიული წარმოება. სავარაუდოდ Hyundai-ს პირველი ელექტრო ავტობუსები თავდაპირველად სამხრეთ კორეის ქალაქებში გამოჩნდებიან.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები