Thumbnail

LG-მ მსოფლიოში პირველი 8K OLED ტელევიზორების გაყიდვა დაიწყო

  • მსოფლიოში პირველი 8K OLED ტელევიზორის შეძენა ივნისიდან სამხრეთ კორეაში იქნება შესაძლებელი
  • ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში LG-ს ახალი ტელევიზორი სექტემბერში გამოჩნდება

კომპანია LG Electronics-მა მსოფლიოში პირველი 8K ფორმატის მქონე ტელევიზორების გაყიდვა დაიწყო. მოდელი 88Z9 OLED ტექნოლოგიით არის დამზადებული. 88 დუიმიანი ტელევიზორის ეკრანის გაფართოება 7680 X4320-ია, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტი სტანდარტულ Full HD-სთან  (1920 X 1080) შედარებით.

ტელევიზორს გააჩნია მძლავრი პროცესორი Alpha 9 8K, რომელიც გამოსახულების უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. LG-მ განსაკუთრებული ყურადღება ტელევიზორის აუდიო სისტემას დაუთმო. მოდელს გააჩნია Dolby Atmos-ის, ასევე HDMI 2.1- მხარდაჭერა.

პირველ ეტაპზე LG-ს ახალი ტელევიზორების შეძენა სამხრეთ კორეელ მომხმარებელს შეეძლება. ტელევიზორის ფასი სამხრეთ კორეაში ასტრონომიულ 50 მილიონ ვონს შეადგენს (42 000 დოლარი). წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში კი ფასი 20 პროცენტით შემცირდება და 40 მილიონი ვონი (34 000 დოლარი) იქნება. ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში კორეული ბრენდის 8K ტელევიზორების შეძენა  2019 წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები