Thumbnail

Oppo-მ უხილავი წინა კამერის მქონე სმარტფონი წარადგინა

  • კამერა ეკრანშია ინტეგრირებული
  • მსგავსი კამერის მქონე სმარტფონი ამ დროისთვის მსოფლიოში არ არსებობს

კომპანია Oppo-მ Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია სმარტფონი უხილავი, ეკრანში ჩაშენებული კამერით. კომპანიას ინოვაციური კამერის მქონე სმარტფონზე დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროვებია. 

“კამერის ეკრანში ინტეგრირება მისი მუშაობის ხარისხზე ზეგავლენის მოხდენის გარეშე საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენი ტექნოლოგია იდეალურად მუშაობს.” - Oppo-ს ვიცე პრეზიდენტი, ბრაიან შენი

ჟურნალისტმა ბენ გესკინგმა Twitter-ზე Oppo-ს უხილავი კამერის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ თვეს გაავრცელა. Oppo-ს ოფიციალური გვერდის პოსტმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტის წინასწარმეტყველება შესაძლოა ნამდვილად ახდეს და უახლოეს მომავალში ბაზარზე მსოფლიოში პირველი ეკრანში ჩაშენებული, უხილავი კამერით აღჭურვილი სმარტფონი ვიხილოთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები