Thumbnail
  • Starlink-ის პროექტის სამოცივე თანამგზავრი უკვე მუშაობს
  • თანამგზავრები დედამიწიდან 440 კილომეტრის სიმაღლეზე არიან განლაგებული 

მაისის ბოლოს კომპანია Space X-მა დედამიწის ორბიტაზე 60 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა. რამდენიმე დღის განმავლობაში გაურკვეველი იყო რამდენად წარმატებული აღმოჩნდებოდა Starlink-ის პროექტის პირველი ეტაპი. Space X-ის გენერალური დირექტორი მისთვის უჩვეულო, ფრთხილ განცხადებებს აკეთებდა. ილონ მასკი არ გამორიცხავდა, რომ თანამგზავრების ნაწილი ან  ყველა მათგანი არ იმუშავებდა.

Space X-ის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით სამოცივე თანამგზავრი უპრობლემოდ მუშაობს. ამჟამად ობიექტები დედამიწიდან 440 კილომეტრის სიმაღლეზე არიან განლაგებული. უახლოესი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თანამგზავრები კიდევ უფრო მაღლა ავლენ და 550 კილომეტრის სიმაღლეზე განლაგდებიან. Space X-ის თანამგზავრებს მანევრირებისათვის სპეციალური ელექტროძრავები გააჩნიათ, რაც  ერთმანეთთან შეჯახებას გამორიცხავს. თუ რომელიმე თანამგზავრი დაზიანდა, Space X ადვილად შეძლებს ამ ობიექტის ორბიტიდან გამოყვანას.

ილონ მასკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის- თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნას დაახლოებით ათი წელი დასჭირდება. იმისათვის, რომ სისტემამ მუშაობა დაიწყოს, რაკეტა Falcon 9-მ კიდევ ექვსჯერ უნდა გაიყვანოს ორბიტაზე 60-60 თანამგზავრი. Starlink-ის ამოქმედებას 2020 წელს აპირებენ. Space X-ის გეგმაშია, რომ თანამგზავრული ინტერნეტის წვდომა არა მხოლოდ შეერთებული შტატების მოსახლეობას, არამედ დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები