Thumbnail

tesla-ს ელექტრო პიკაპი 50 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება

  • Tesla ელექტრო პიკაპის გამოშვებას 2019 წელს გეგმავს
  • ელექტრო პიკაპი Ford-ის F სერიის პიკაპების კონკურენტი იქნება

ილონ მასკმა  Tesla-ს ელექტრო პიკაპის შესახებ, რომელსაც კომპანია წელს გამოუშვებს,  ახალი დეტალები გააჟღერა. ერთ საათიან ინტერვიუში მასკმა ახალი მოდელის ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტრუქტორებს აქვთ კონკრეტული ამოცანა: Tesla-ს ელექტრო პიკაპი Ford-ის F სერიის ავტომობილებზე უკეთესი იყოს.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ავტომობილი, რომელიც კონკურენციას გაუწევს და აჯობებს  F-150-ს. მოდელი ვიზუალურადაც გამორჩეული იქნება, რადგან მას ფუტურისტული დიზაინი აქვს. თუ თქვენ მიეჩვიეთ პიკაპებს, რომლებსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უშვებენ, შეიძლება ჩვენი ავტომობილი არ მოგეწონოთ. ეს იქნება ახალი სიტყვა დიზაინის მხრივაც  - ილონ მასკი.

Tesla-ს მიზანია ელექტრომობილის ფასი მაღალი არ იყოს. მასკი ამბობს, რომ ელექტრო პიკაპის შეძენა 49 ათას დოლარად იქნება შესაძლებელი. ელექტრო პიკაპის სხვადასხვა მოდიფიკაციები დამუხტვის შემდეგ 640-დან 800 კილომეტრამდე გავლას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Ford, რომლის F სერიის ავტომობილებსაც მასკი მთავარ კონკურენტებად განიხილავს, ასევე გეგმავს ელექტრო პიკაპების გამოშვებას. Ford-ის  დირექტორის ჯეიმს ჰაკეტის განცხადებით, კომპანია F სერიის საკულტო პიკაპების, როგორც ელექტრო, ასევე ჰიბრიდული ვერსიების გამოშვებას უახლოეს პერიოდში აპირებს.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები