Thumbnail

Mercedes EQE - ელექტრომობილი, რომელიც დამუხტვის შემდეგ 600 კმ-ს გაივლის

  • Mercedes EQE Tesla Model S-ის კონკურენტი იქნება
  • გერმანული კონცერნი ამ მოდელის სერიულ წარმოებას 2022 წელს დაიწყებს

Mercedes-Benz კომპაქტური ელექტრო სედანის გამოშვებას გეგმავს. Mercedes EQE 2022 წელს გამოვა და გერმანული ავტოგიგანტის მეექვსე ელექტრომობილის მოდელი იქნება. შედარებით უფრო დიდი ელექტრო სედანის EQS-ის სერიული წარმოება 2021 წელს დაიწყება.

EQE დამუხტვის შემდეგ 600 კილომეტრს გაივლის. ელექტრომობილის გამოუშვებენ როგორც გერმანიაში, ასევე ჩინეთში. Mercedes-ის ახალი ქარხანა პეკინში მუშაობას 2022 წელს დაიწყებს. ამ ქარხანაში ყოველწლიურად 70 ათას ავტომობილს ააწყობენ. ვარაუდობენ, რომ Mercedes EQE Tesla Model S-ის პირდაპირი კონკურენტი გახდება. გერმანული კომპანიის ახალი ელექტრომობილის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, 2019 წელს გერმანული კონცერნი კიდევ ერთ ელექტრომობილს- EQB-ს წარმოადგენს, რომელიც მაღალი გამავლობის ავტომობილი იქნება. 2022 წლისთვის Mercedes 10 სხვადასხვა ელექტრომობილის სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები