Thumbnail

Microsoft-მა გეიმერებისთვის Xbox-ის ტანის მოვლის საშუალებები გამოუშვა

  • Microsoft-მა გეიმერებისთვის პირადი ჰიგიენის პროდუქტები გამოუშვა
  • კომპანიის მიზანი Xbox-ის გულშემატკივრებისთვის “ძალების მომატებაა”

ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად გვხვდება გეიმერებისთვის შექმნილი სხვადასხვა სახის პროდუქტები, მათ შორის ტანსაცმელი, ავეჯი და სპეციალური საკვებიც კი. ამჯერად გეიმერებს პირად ჰიგიენაზე ზრუნვაც კი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პროდუქტებით შეუძლიათ - Microsoft-მა კომპანია Axe-სთან თანამშრომლობით გეიმერებისთვის Xbox-ის შხაპის გელი, ტანის სპრეი და დეოდორანტი შექმნა.

Microsoft-ის წარმომადგენელის თქმით, პროდუქტებს ხილის, მცენარეებისა და სხვადასხვა სახის ხის სუნი აქვს. “ლაიმისა და ზამთრის ლიმონის არომატები პაჩულისა და ხის სურნელსა და ბუნებრივ ეთერზეთებს ერწყმის.” - ვკითხულობთ პროდუქტების აღწერაში.

“ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აღწევენ ყოველდღიურად Xbox-ის გულშემატკივრები დიდ წარმატებებს და გადავწყვიტეთ, ამ განსაკუთრებული პროდუქტებით კიდევ ერთხელ გვეზეიმა მათი მონდომება და ენთუზიაზმი.” - ტანია ჩი, Xbox-ის წარმომადგენელი

Microsoft-ის პირადი ჰიგიენის საშუალებების Xbox-ის ხაზი თავდაპირველად ავსტრალიაში, მიმდინარე წლის ივლისში გამოვა. გამოცემა GameSpot-ის თანახმად, Microsoft-ის მიზანია, გეიმერებმა სახლიდან გასვლამდე Xbox-ის ხაზის პროდუქტების გამოყენებით თავს “ძალ-ღონე შემატონ”.

კომენტარები

ბოლო ამბები