Thumbnail

Flying V-თვითმფრინავი, რომელშიც მგზავრების სალონი ფრთებშია განლაგებული

  • ინოვაციური თვითმფრინავი KLM-ის და დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია
  • Flying V-ის პროტოტიპს 2019 წლის ოქტომბერში წარმოადგენენ

ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ინოვაციური სამგზავრო თვითმფრინავის მოდელზე მუშაობს. Flying V-მა სახელწოდება V-ს მსგავსი ფორმის გამო მიიღო. ტრადიციული თვითმფრინავებისგან განსხვავებით ამ მოდელში მგზავრების სალონი ფრთებშია განლაგებული.

Flying V-ს სამასამდე მგზავრის გადაყვანა შეეძლება. დაახლოებით ამდენივე მგზავრის გადაყვანა შეუძლია Airbus A350, თუმცა ჰოლანდიური თვითმფრინავი 20 პროცენტით უფრო ეკონომიური იქნება. Flying V-ის და Airbus A 350-ის ფრთების სიგრძე იდენტურია. აქედან გამომდინარე ახალ თვითმფრინავს საერთაშორისო აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე პრობლემები არ შეექმნება.

მოდელის პროტოტიპს KLM 2019 წლის ოქტომბერში კომპანიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე  წარმოადგენს. თუმცა Flying V-ის მიერ კომერციული რეისების შესრულება უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები