Thumbnail

გერმანიაში ცირკი ცხოველების მაგივრად ჰოლოგრამებს იყენებს

  • ცირკ რონკალის წარმოდგენებში ცხოველები აღარ მონაწილეობენ
  • 3D ჰოლოგრამები შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის

გერმანული ცირკი რონკალი წარმოდგენებისთვის ცხოველების ნაცვლად მათ ჰოლოგრამებს იყენებს. ამ სიახლით ცირკი სანახაობისთვის ცხოველების გაწვრთნის პრაქტიკას პასუხობს. ცხოველების წარმოდგენებში მონაწილეობა  ხშირად ხდება საზოგადოების მხრიდან ცირკის კრიტიკის მიზეზი. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთ წარმოდგენებში მონაწილეობა ცხოველების უფლებებს ლახავს.

გერმანული ცირკი სანახაობას ცხოველების 3D ჰოლოგრამებით ქმნის. გერმანული გამოცემის, RP Online-ის თანახმად, წარმოდგენა ვიზუალურად შთამბეჭდავია. ცირკის სცენაზე ერთმანეთს 3D ცხენები, თევზები, სპილოები და სხვა ცხოველები ვიზუალური ეფექტების თანხლებით ანაცვლებენ. 

რონკალი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცირკია, რომლის პირველი წარმოდგენა 1976 წელს გრაცში შედგა. ცირკის ინოვაციურმა წარმოდგენამ, როგორც გერმანიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები