Thumbnail

ბეზოსმა New Shepard-ის სამგზავრო კაფსულის პრეზენტაცია მოაწყო

  • სამგზავრო კაფსულის პრეზენტაცია ლას-ვეგასში შედგა
  • New Shepard-მა პირველი უპილოტო ფრენა 2019 წლის იანვარში შეასრულა

New Shepard კომპანია Blue Origin-ის სუბორბიტალური ფრენებისთვის განსაზღვრული მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდია. პილოტირებული კაფსულა ვერტიკალურ სტარტს მრავალჯერადი რაკეტა-მატარებლით  იღებს, დედამიწაზე კი პარაშუტების საშუალებით ბრუნდება. ამ სისტემის ძირითადი დანიშნულება კოსმოსური ტურიზმია.

ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიება re:MARS-ზე ჯეფ ბეზოსის კომპანიამ New Shepard-ის სამგზავრო კაფსულა წარმოადგინა. კაფსულა ექვსი მგზავრისთვის არის განსაზღვრული. თითოეულ მათგანს საკუთარი ილუმინატორი ექნება, რომელიც კოსმოსიდან დედამიწის ხედების კომფორტულად დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს. ექსკლუზიური ვიდეო პრეზენტაციიდან Blue Origin-ის წარმომადგენლებმა გამოცემა Inverse-ისთვის გადაიღეს. სამგზავრო კაფსულის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ.

New Shepard-ით მგზავრობა ტურისტებისთვის სტარტიდან დედამიწაზე დაბრუნებამდე 11 წუთი გაგრძელდება. 18 მეტრიანი კოსმოსური ხომალდი 100 კილომეტრის სიმაღლეს, ეგრეთ წოდებულ კარმანის ხაზს მიაღწევს, რომლის შემდეგაც კაფსულა რაკეტა-მატარებელს გამოეყოფა და ორბიტის გარშემო ფრენას შეასრულებს. დედამიწაზე რბილი დაჯდომა სამმა პარაშუტმა უნდა უზრუნველყოს. კაფსულა აღმოსავლეთ ტეხასის ტერიტორიაზე დაეშვება.

უახლოეს ათწლეულებში კოსმოსური ტურიზმი მხოლოდ ძალიან მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 11 წუთიანი მგზავრობის ღირებულება ასტრონომიულ თანხას- 250-300 ათას დოლარს შეადგენს. ჯეზ ბესოზმა გასულ წელს განაცხადა, რომ New Shepard პირველ ტურისტებს დედამიწის ორბიტაზე 2019 წელს გადაიყვანდა. 2019 წლის იანვარში პირველი სატესტო უპილიტო ფრენა შედგა. ამ ფრენის შემდეგ გაირკვა, რომ ხომალდის უსაფრთხოების სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწია და წელს პილოტირებული ფრენის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა.






 

კომენტარები

ბოლო ამბები