Thumbnail

Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლი ქსელური თამაშისთვის გამოიყენება

  • რობოტი ძაღლი მომავალ წელს გამოვა
  • რობოტი სენსორებით, კამერებით და ხელ-ფეხით არის აღჭურვილი

კომპანია Boston Dynamics-მა, რომელიც უჩვეულო რობოტების შექმნით არის ცნობილი, რობოტი ძაღლის - SpotMini-ს გამოშვება ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა. ეს იქნება კომპანიის პირველი რობოტი, რომელიც ბაზარზე გამოვა და მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. რობოტი ძაღლი სენსორებით, კამერებით, მექანიკური ფეხებითა და ხელებით არის აღჭურვილი და მას კარის გაღებაც კი შეუძლია.

ამ დრომდე მომხმარებლებისთვის SpotMini-ს დანიშნულება გაუგებარი იყო, თუმცა როგორც Boston Dynamics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ რაიბერტმა ლას ვეგასში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, SpotMini-ს ქსელური თამაშებისთვის გამოიყენებენ - მოთამაშეებს შეეძლებათ თავიანთ რობოტები სპეციალური კონტროლერით მართონ და სხვა მოთამაშეებსაც შეეჯიბრონ.

“ეს იქნება ქსელური თამაში ფიზიკური მონაწილეებით” - Boston Dynamics-ის აღმასრულებელი დირექტორი

სათამაშო რობოტი-ძაღლი ჯერ კიდევ შექმნის საწყის სტადიაზეა და გაყიდვაში სავარაუდოდ მომავალ წელს გამოვა. SpotMini-ს ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ნივთის ღირებულება ხუთნიშნა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები