Thumbnail

ამაზონს ტანსაცმლის ვიზუალური ძიების ფუნქცია დაემატება

  • StyleSnap - Shazam-ი ტანსაცმლისთვის
  • ფუნქცია ამაზონის აპლიკაციაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება

ონლაინ გაყიდვების გიგანტის, Amazon-ის აპლიკაციას ახალი ფუნქცია, StyleSnap დაემატება. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა მომხმარებლებს ტანსაცმლის მოძებნაში დაეხმარება.
 
StyleSnap შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელს შეუძლია Amazon-ის აპლიკაციაში ატვირთოს, ან StyleSnap-ის კამერით გადაიღოს სასურველი ტანსაცმელის ფოტო, ხელოვნური ინტელექტი კი მას იმავე სტილისა და ფერის ტანსაცმელს შესთავაზებს, რომელიც Amazon-ზეა ხელმისაწვდომი.

“StyleSnap ფაქტობრივად ტანსაცმლისთვის შექმნილი Shazam-ია.” - The Verge

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ვილკემ ახალი ფუნქცია ლას ვეგასში, Re:MARS კონფერენციაზე დღეს წარადგინა. მისი თქმით, მომხმარებლებისთვის Amazon-ით სარგებლობის გამარტივების უკან კომპლექსური ტექნოლოგიები დგას.
 
რამდენად მოსახერხებელი იქნება რეალურად Amazon-ის ვიზუალური ძიების ფუნქცია მომხმარებლებისთვის, მისი გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. მსგავსი ფუნქცია უკვე წარმატებით მუშაობს ონლაინ მაღაზია Asos-ის აპლიკაციაში.

კომენტარები

ბოლო ამბები