Thumbnail

Google-ის გეიმინგ პლატფორმა Stadia ნოემბერში გამოვა

  • Stadia-ს გრაფიკული პროცესორი 10 Teraflop-ის სიმძლავრისაა
  • ონლაინ გეიმინგ სერვისის საწყისი ვერსია ნოემბერში ამოქმედდება

Google-მა მარტში დაანონსებული გეიმინგ პლატფორმის, Stadia-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. Stadia Cloud სისტემაზე დაფუძნებული სერვისია, რომელზეც მაღალი ხარისხისა და რეზოლუციის ვიდეოთამაშები დისკების გამოყენების საჭიროების გარეშეა ხელმისაწვდომი. ნოემბრიდან მომხმარებლები სერვისის ლიმიტირებული, საწყისი ვერსიით სარგებლობას შეძლებენ, 2020 წლიდან კი Stadia ფუნქციონირებას სრულყოფილად დაიწყებს. პლატფორმა კომპიუტერებთან, ლეპტოპებთან, ტელევიზორებთან და ტელეფონებთან იქნება თავსებადი. მოთამაშეები თამაშის პროცესის პირდაპირ ეთერში გასტრიმვას 4K რეზოლუციაში, Stadia-ს კონტროლერზე განთავსებულ ღილაკზე თითის დაჭერით შეძლებენ.

Stadia-ს სერვერები Google-ის მონაცემთა ცენტრებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება განლაგებული. Google-ის თანახმად, Stadia მომხმარებლებს 10 Teraflop-ის სიმძლავრის გრაფიკულ პროცესორს სთავაზობს, რაც ერთობლივად Xbox One-ისა და PS4-ის გრაფიკული პროცესორის შესაძლებლობებზე მეტია.
.
Stadia-ს საწყისი პაკეტი 129 დოლარი ეღირება, რომელშიც შედის მუქი ლურჯი ჯოისტიკი, სტრიმინგ მოწყობილობა Chromecast Ultra TV და Stadia Pro-ს სამთვიანი სერვისი.

კომენტარები

ბოლო ამბები