Thumbnail

ახალი ალგორითმით ვიდეოში ადამიანის საუბრის შინაარსის შეცვლა გამარტივდა

  • ვიდეოების შინაარსის გაყალბება გამარტივდა
  • ვიდეო რედაქტირების შემდეგაც კი რეალისტურად გამოიყურება

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვიდეოებში ადამიანების საუბრის შინაარსში ცვლილებების შეტანა კიდევ უფრო გამარტივდა - სტენფორდის უნივერსიტეტის და მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარებმა Adobe-სთან თანამშრომლობით შექმნეს ალგორითმი, რომლის დახმარებით საუბრის ფალსიფიკაცია მხოლოდ მის ტრანსკრიფციაში, ანუ ტექსტურ ვერსიაში ცვლილებების შეტანითაა შესაძლებელი. 

ამ მეთოდს განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ადამიანი საუბრის სტილს და მანერას ცვლილებების შემდგომაც კი ინარჩუნებს, შესაბამისად ვიდეო საბოლოო ჯამში ისეთივე რეალისტურია, როგორც მისი ორიგინალი ვერსია. ამის მისაღწევად ალგოითმი ორიგინალ ვიდეოში მოცემულ ფონემებსა და სიტყვების წარმოთქმის სტილს აანალიზებს და ქმნის მოსაუბრის თავის მოდელს, რათა ვიდეოს რედაქტირების დროს მისი ხმის და მოძრაობების ბუნებრივი რეპლიკაცია მოხდეს.

მკვლევარების მიერ ვიდეოს ტექსტში სასურველი ცვლილებების შეტანის შემდეგ, ალგორითმი ახალი სიტყვების შესაბამის კომპონენტებს გაანალიზებულ მასალაში ეძებს და საბოლოო ჯამში ფრაზებს აერთიანებს. იმისათვის, რომ საუბარი განსაკუთრებით ბუნებრივად ჟღერდეს, ბგერებისა და სიტყვების ერთმანეთთან შეერთების შემდეგ ალგორითმი ფრაზების ჟღერადობას და ინტონაციებს კიდევ ერთხელ ამუშავებს. 

იმისათვის, რომ ალგორითმმა წარმატებით იმუშავოს, მას ამ ეტაპზე საკუთარი თავის გასაწვრთნელად ადამიანის საუბრის სულ მცირე 40 წუთიანი მასალა სჭირდება.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები