Thumbnail

Huawei-ს ფეისბუქის აპლიკაციების პრეინსტალაცია აეკრძალა

  • Huawei ახალ სმარტფონებში Facebook-ს, WhatsApp-ს, Instagram-ს და Messenger-ს წინასწარ ვერ დააინსტალირებს
  • Facebook-ის აკრძალვა ტრამპის მიერ Huawei-სთვის შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება

Facebook-მა Huawei-ს მისი აპლიკაციების, მათ შორის WhatsApp-ის Instagram-ის და Messenger-ის ქარხნულად ინსტალაცია აუკრძალა. Facebook-ის გარდა, Huawei-სთან თანამშრომლობა სხვა არაერთმა კომპანიამ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც Android-მა Huawei-ს სერვისი ტრამპის ბრძანების საფუძველზე შეუწყვიტა.

Huawei-ს სმარტფონების მომხმარებლები ზემოთაღნიშნული აპლიკაციების ცალკეულად ინსტალაციას კვლავ შეძლებენ. ასევე, კომპანია Huawei-ს მომხმარებლებისთვის აპლიკაციების განახლებების უზრუნველყოფას აგრძელებს. შეზღუდვა მხოლოდ Huawei-ს მიერ მის სმარტფონებში Facebook-ის აპლიკაციების წინასწარ ინსტალაციას ეხება.

დავა Huawei-სა და აშშ-ის მთავრობას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei Android-ზე დაფუძნებულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხებისთვის გამოიყენებდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა Huawei ტექნოლოგიების მოპარვაშიც დაადანაშაულა.

Huawei-სა და აშშ-ის კონფლიქტის შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები