Thumbnail

Volkswagen ელექტრომობილებისათვის 36 ათას დასამუხტ სადგურს გახსნის

  • დასამუხტი სადგურები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე გაიხსნება
  • სადგურების გასახსნელად გერმანული კონცერნი 250 მილიონ დოლარს გამოყოფს

შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე უარის თქმა და ელექტრომობილებზე გადასვლა ევროპისათვის უახლოესი ათწლეულის პრიორიტეტული მიმართულებაა. თუმცა ელექტრომობილს ინფრასტრუქტურა სჭირდება. ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის დანერგვით ყველაზე წინ ნორვეგიელები არიან, სადაც ელექტრო ტრანსპორტის რაოდენობა რეკორდულად იზრდება. მნიშვნელოვანი პროგრესია დიდ ბრიტანეთშიც. 2019 წელს ბრიტანეთში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების რაოდენობამ ბენზოგასამართი სადგურების რაოდენობას გადააჭარბა. თუმცა კონტინენტურ ევროპაში სადგურების ნაკლებობა შეინიშნება.

გერმანული ავტოგიგანტი Volskwagen  ბენზინზე მომუშავე მანქანების ბოლო სერიას 2026 წელს გამოუშვებს. ამის შემდეგ კი კომპანია მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთვება. გერმანულმა კონცერნმა გადაწყვიტა ევროკავშირის ტერიტორიაზე მასობრივად დაიწყოს ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების გახსნა.

Volskwagen-ს მასშტაბური და ამბიციური გეგმა აქვს. 2025 წლისთვის კომპანიას ევროპაში 36 ათასი დასამუხტი სადგური უნდა ჰქონდეს გახსნილი. გეგმის შესასრულებლად ავტოგიგანტმა 250 მილიონი დოლარი გამოყო. Volkswagen-ის მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიის საბოლოო მიზანია ელექტრომობილის დამუხტვა ისეთივე მარტივი იყოს, როგორც სმარტფონის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები