Thumbnail

10 ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე Xbox-ისგან

ლოს ანჯელესში გამართულ გამოფენა E3-ზე (Electronic Entertainment Expo) Microsoft-მა Xbox-ის ახალი ვერსია Project Scarlett, თამაშების Halo Infinite და Gears 5 გამოსვლის თარიღები და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა.

გთავაზობთ Xbox-ის 10 ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს E3 გამოფენიდან

Project Scarlett

Microsoft-მა ახალი თაობის Xbox-ი, Project Scarlett-ი ოფიციალურად წარადგინა. მოწყობილობას 8K რეზოლუციის მხარდაჭერა ექნება და მასში თამაშები 120fps-ში იქნება ხელმისაწვდომი. Project Scarlett 2020 წელს გამოვა.

XCloud

ახალი მოწყობილობის გარდა, Microsoft-მა ახალი, Cloud სისტემაზე დაფუძნებული გეიმინგ სერვისი, xCloud-იც წარადგინდა. Microsoft-ის თანახმად, ახალი სტრიმინგ პლატფორმით Xbox One-ის პერსონალურ, უფასო xCloud სერვერად ქცევა არის შესაძლებელი. სერვისი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

განახლებული Elite კონტროლერი

Microsoft-ის თანახმად, Xbox-ის Elite სერიის კონტროლერის ახალ ვერსიას ახალი ფუნქციები დაემატება. კონტროლერს განახლებული ღილაკები, ჩანაცვლებადი კომპონენტები და 40 საათამდე მომუშავე ელემენტი ექნება. Xbox Accessories აპლიკაციაში მომხმარებლებს კონტროლერის მოდიფიკაცია და მისი პარამეტრების საკუთარ სურვილებზე მორგება შეეძლებათ.

Halo Infinite-ის და Gears 5-ის გამოსვლის თარიღები

Microsoft-მა Xbox-ის ორი მნიშვნელოვანი თამაშის გამოსვლის თარიღები დააანონსა. Gears 5 10 სექტემბერს გამოვა, Halo Infinite-ის გამოსვლას კი მომავალი წლის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ, რადგან ის Xbox-ის მაგივრად Project Scarlett-ზე გამოვა.

ახალი თამაში ჯორჯ მარტინთან კოლაბორაციით

Microsoft-მა დაადასტურა, რომ ახალი ფენტეზის ჟანრის თამაშის, Elden Ring-ის შესაქმნელად ჯორჯ მარტინთან თანამშრომლობს. კომპანიამ თამაშის თრეილერიც გაავრცელა.

Flight Simulator ბრუნდება

Microsoft-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული თამაში Flight Simulator 2020 წელს ბრუნდება. “თამაშში შეხვდებით როგორც მსუბუქ, ასევე დიდი მოცულობის თვითმფრინავებს. შეგიძლიათ დაგეგმოთ ფრენა პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ამინდსა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ისიამოვნოთ რეალისტური გამოსახულებით.” - Microsoft

კიანუ რივზი Cyberpunk 2077-ში

Cyberpunk 2077-ის უახლეს თრეილერში ჩანს, რომ ვიდეოთამაშში კიანუ რივზი გამოჩნდება. CD Projekt-ის ახალი თამაში 2020 წლის 16 აპრილს გამოვა. 

Outer Worlds

კომპანია Obsidian Microsoft-ისთვის ახალ sci-fi როლურ თამაშს, The Outer Worlds-ს გამოუშვებს. კომპანიამ E3-ზე თამაშის თრეილერი წარადგინა. თამაში ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა, ოფიციალურად კი ის 25 ოქტომბერს, Xbox One-ზე, PS4-ზე და პერსონალური კომპიუტერებისთვის გამოვა. 

Minecraft: Dungeons მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა

Microsoft-მა გასულ წელს მოულოდნელად Minecraft-ის ახალი ნაწილი, Dungeons დააანონსა, ამჯერად კი კომპანიამ E3 კონფერენციაზე თამაშის ოფიციალური თრეილერი წარადგინა და მისი გამოსვლის თარიღი გაამხილა - Minecraft: Dungeons-ის თამაში 2020 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი. 

Microsoft-ს Double Fine უერთდება

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდი სტუდია დამოუკიდებლად აღარ იმუშავებს. გუნდი Microsoft Game Studios-ს უერთდება. “მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლები აღარ ვართ, ჩვენს ინდი სულს ვინარჩუნებთ.” - Double Fine

PHANTASY STAR ONLINE 2 მომავალ წელს გამოვა

იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი Multiplayer თამაში Phantasy Star Online დასავლეთშიც გამოჩნდება. ვიდეოთამაში, რომელიც იაპონიაში 2012 წელს კომპიუტერებისთვის გამოვიდა, მომავალ წელს Xbox One-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები