Thumbnail

PET-COMMERCE - ონლაინ შოპინგი ძაღლებისთვის

  • შინაურ ცხოველებს შეუძლიათ, თავისთვის ნივთები თავად შეარჩიონ
  • ძაღლის რეაქციას ამა თუ იმ ნივთზე პლატფორმა ხელოვნური ინტელექტით აანალიზებს

შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი პროდუქტების მარკეტინგისთვის კომპანიები სულ უფრო ხშირად პოულობენ მათთან პირდაპირი კომუნიკაციის გზებს. მაგალითად, კომპანია Whiskas-მა კატებისთვის განკუთვნილი რადიოსადგური შექმნა, კომპანია Purina-მ კი სარეკლამოდ ქუჩებში ცხოველებზე მორგებული ბილბორდები განათავსა.

ამჯერად ცხოველებისთვის სიახლე ბრაზილიურ კომპანია Petz-ს აქვს - კომპანია შინაური ცხოველებისთვის ონლაინ შოპინგის დროს ნივთების არჩევას სწორედ მათ ანდობს. გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა დაემატოს Pet-Commence-ის კალათაში, მხოლოდ შინაური ცხოველები იღებენ.

პლატფორმა Pet-Commerce ძაღლებს სხვადასხვა ნივთების სადემონსტრაციო ვიდეოებს აჩვენებს, ხოლო მათ რეაქციას ნივთებისადმი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აანალიზებს. ამა თუ იმ ნივთისადმი დადებითი განწყობის დაფიქსირების შემთხვევაში ის ავტომატურად ემატება კალათაში. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას ნივთების ყიდვის შესახებ ცხოველის მფლობელი იღებს.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები