Thumbnail

ახალი სმარტ სათვალით საჯარო სივრცეებში ადამიანების თვალთვალი გამარტივდა

  • სმარტ სათვალეს ადამიანების იდენტიფიკაცია შეუძლია
  • ალგორითმი ადამიანის ვინაობას 1 წამზე ნაკლებ დროში ადგენს

სახის ამომცნობ სისტემებს საჯარო ადგილებში, მათ შორის მატარებლის სადგურებზე, საკონცერტო დარბაზებში, სტადიონებსა და აეროპორტებში სულ უფრო მეტ ქვეყანაში ვხვდებით, ამჯერად კი ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა - კომპანია NNTC-მ შექმნა სმარტ სათვალე, რომელიც ვიზუალურად ჩვეულებრივ სათვალეს გავს, თუმცა, სტანდარტული სათვალისგან განსხვავებით, სახის ამომცნობ ფუნქციას ითავსებს. სათვალის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგია სამართალდამცავებს მუშაობის პროცესს გაუმარტივებს, თუმცა სხვა სახის ამომცნობი სისტემების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სისტემის არაკანონიერი თვალთვალისთვის გამოყენების შემთხვევების თავიდან აცილება.

სმარტ სათვალის ჩარჩოში 8 მეგაპიქსელიანი კამერაა ჩაშენებული, რომელსაც ხალხმრავლობაში ადამიანის სახეების დასკანერება შეუძლია. სისტემა ადამიანის სახეს მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ მილიონზე მეტ ფოტოს ადარებს და ამ გზით მის იდენტიფიცირებას ახდენს.
 
კომპანია NNTC ირწმუნება, რომ სათვალის ალგორითმს ადამიანის ვინაობის დადგენა ერთ წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. კომპანიამ სმარტ სათვალის საპრეზენტაციო ვიდეოც გაავრცელა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდეო სათვალის მუშაობის რეალურ პროცესს არ ასახავს და მას მხოლოდ სადემონსტრაციო სახე აქვს.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები