Thumbnail

Uber-ის საჰაერო ტაქსის სერვისი ავსტრალიაში ამოქმედდება

  • Uber-ის თქმით, მფრინავი ტაქსები მსოფლიოში პირველად ავსტრალიაში გამოჩნდება
  • საჰაერო ტაქსებით სარგებლობა 2023 წლიდან იქნება შესაძლებელი

ტაქსის გამოძახების სერვისის გიგანტი Uber-ი ირწმუნება, რომ ავსტრალია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდება. კომპანიამ საჰაერო ტაქსების საპილოტე ტესტირებისთვის ქალაქი მელბურნი შეარჩია. საცდელი ფრენები 2020 წელს დაიწყება, კომერციულად კი სერვისი 2023 წელს ამოქმედდება.

“ქალაქების ზრდასთან ერთად, პირადი ავტომობილის ფლობა და მათი ძირითად სატრანსპორტო საშუალებად გამოყენება მომავლის პერსპექტივაში აღარ იქნება პრაქტიკული. საჰაერო ტრანსპორტს ქალაქში საცობების შემცირების და გადაადგილების გამარტივების დიდი პოტენციალი აქვს.” - Uber

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საჰაერო ტრანსპორტის განვითარება არამხოლოდ ქალაქს განტვირთავს, არამედ ამ გზით დანიშნულების ადგილზე მისვლა ათჯერ უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. კომპანია მფრინავი ტაქსების შესაქმნელად NASA-სთან, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან და საჰაერო ტრანსპორტის მწარმოებლებთან თანამშრომლობს.

Uber-ის გარდა, მფრინავი ტაქსის სერვისის შექმნაზე სხვა არაერთი კომპანია მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები