Thumbnail

რობოტები ადამიანებს ქრონიკულ ტკივილს შეუმსუბუქებენ

  • მკვლევარებმა შექმნეს რობოტი, რომელიც დაზიანებულ რბილ ქსოვილს აღადგენს
  • რობოტი ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება

სვინბურნის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს კოლბორაციული რობოტის სისტემა, რომელიც ადამიანებს რბილი ქსოვილის დაზიანებისგან გამოწვულ ზურგის, კისრის და თავის ქრონიკულ ტკივილებს შეუმსუბუქებს.

სისტემის შემადგენელი თერმული კამერა პაციენტის სხეულს აანალიზებს და ტკივილის კერას პოულობს, რომელსაც შემდეგ რობოტი მიზნობრივი ლაზერული თერაპიით მკურნალობს.

“ჩვეულებრივი რობოტებისგან განსხვავებით, კოლაბორაციულ რობოტებს ადამიანებთან თანამშრომლობა შეუძლიათ. მათი მუშაობის სიმძლავრესა და სისწრაფეს სწორედ ექიმები აკონტროლებენ, რათა სისტემამ პაციენტს ზიანი არ მიაყენოს.” - მეტს ისაკსონი, პროექტის ხელმძღვანელი

პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა კოლაბორაციული რობოტის სრულად ფუნქციური პროტოტიპი. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ თერაპიის ამ მეთოდით, ანუ დაზიანებული რბილი ქსოვილის სტიმულაციითა და აღდგენით ქრონიკულ ტკივილთან ბრძოლა ყველაზე ეფექტურად არის შესაძლებელი. თუ როდის გახდება მკურნალი რობოტით სარგებლობა ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები