Thumbnail

სოკო შესაძლებელია ტუბერკულიოზის საწინაამღდეგო ეფექტურ საშუალებად იქცეს

  • მეცნიერები აცხადებენ, რომ კალმახა-სოკო ტუბერკულიოზის წინაამღდეგ ეფექტური საშუალებაა 
  • სოკო პაციენტებისთვის საჭირო ვიტამინ D-ს გამოიმუშავებს

ტუბერკულიოზი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად განვითარებად ქვეყნებში. სტატისტიკის მიხედვით, ტუბერკულიოზი ყოველწლიურად მილიონ 600 ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. პაციენტებისთვის რეკომენდირებულია D ვიტამინის მიღება, რომელიც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების წინაამღდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა.  გერმანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტუბერკულიოზის წინაამღდეგ შეიძლება კალმახა-სოკოს, იგივე ხეთამხალის (Pleurotus ostreatus) გამოყენება.

ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტის (შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგი) მკვლევარებმა სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს დადგინეს, რომ კალმახა-სოკო მზის შუქზე  დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ვიტამინ D-ს. ექსპერიმენტში 32 პაციენტი მონაწილეობდა. 4 თვის განმავლობაში ყოველ დილას მათ ტუბერკულიოზის საწინაამდღეგო პრეპარატებთან ერთად სოკოთი გამდიდრებული პურს აძლევდნენ, რომელიც 146 მიკროგრამ ვიტამინ D-ს შეიცავდა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დადგინდა, რომ პაციენტების 97 პროცენტი ვიტამინის ნაკლებობას არ განიცდიდა, მათი ორგანიზმის იმუნიტეტი კი საგრძნობლად გაძლიერდა .

გერმანელი მეცნიერების შეფასებით, ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღარიბი, განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც პაციენტები ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. კალმახა-სოკოს ბევრ რეგიონში ხელოვნურად აშენებენ, მისი ფასი კი მაღალი არ არის. სწორედ  ამიტომ სავსებით შესაძლებელია განვითარებად ქვეყნებში სოკომ მედიკამენტები ჩაანაცვლოს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები