Thumbnail
  • Uber-მა  თვითმართვადი ავტომობილი, ელექტრო სკუტერი, ველოსიპედი და დრონების სერვისი დააანონსა
  • ახალი პროექტები კონფერენცია Elevate-ზე წარმოადგინეს

კონფერენცია Elevate-ზე Uber-ის მენეჯმენტმა რამდენიმე ახალი პროეტი წარმოადგინა. ერთ-ერთი მათგანი საჰაერო ტაქსის სერვისია, რომელიც ავსტრალიაში ამოქმედდება. თუმცა კომპანიას სხვა არანაკლებ საინტერესო ინიციატივები აქვს.

უკვე ორი წელია Uber შვედურ ავტოგიგანტ Volvo-სთან ერთად თვითმართვადი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. Elevate-ის კონფერენციაზე კომპანიამ წარმოადგინა ქროსოვერი XC90 , რომელიც უახლოეს პერიოდში თვითმართვად ტრანსპორტად გადაიქცევა. Uber-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგიები უკვე მზადაა.

შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში გახშირდა საგზაო ინციდენტები, რომლებშიც ელექტრო სკუტერები მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ ელექტრო სკუტერ Jump-ის ახალი მოდელის წარდგენის დროს კომპანიამ აქცენტი უსაფრთხოებაზე გააკეთა. სკუტერს უფრო ფართო ბორბლები აქვს და დამუხრუჭების “ჭკვიანი სისტემა” გააჩნია. ელექტრო ველოსიპედ Jump-ის პლიუსი ის არის, რომ მასზე ბატარეის შეცვლა თავად მომხმარებელს შეუძლია, რაც  მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს Uber Eats  ზაფხულიდან დაიწყება. საკვების დრონებით ადგილზე მიტანის სერვისი თავდაპირველად კალიფორნიაში დაიწყება. სან-დიეგოში Uber სერვისს McDonald’s-ის ქსელთან ერთად აამოქმედებს. Uber-ის გათვლით სერვისს სხვა ტრანსპორტთან შედარებით დიდი უპირატესობა ექნება. ორკილომეტრიან მანძილს დრონი შვიდ წუთში დაფარავს, მაშინ როდესაც საცობებით გადატვირთულ ქალაქში ავტომობილი ან ველოსიპედი იმავე მანძილის გავლას 20 წუთს მოანდომებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები