Thumbnail

Plant Shoe - ბოტასი, რომელიც მთლიანად მცენარეებისგან არის შექმნილი

  • ბოტასები სრულად ბიოდეგრადირებადია
  • Plant Shoe ინოვაციური ტექნოლოგიითაა შექმნილი

უმეტეს შემთხვევებში ფეხსაცმელი ტყავისგან, სხვადასხვა სახის პლასტმასისგან და ისეთი მასალისგან იქმნება, რომელთა გადამუშავება რთულად არის შესაძლებელი, შესაბამისად ბუნებისთვის საზიანოა. კომპანიები სულ უფრო მეტად ცდილობენ პროდუქციის წარმოების დროს პლასტმასის მასალის გამოყენება შეამცირონ, კანადურმა კომპანია Native Shoes-მა კი შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც 100%-ით ბიოდეგრადირებადია - მისი თითოეული კომპონენტი მცენარეებისგან არის შექმნილი. 

Plant Shoe ანანასის ქერქისგან, ზეითუნის ზეთში ამოვლებული ნატურალური ჯუთისგან და სხვა გამძლე, ბუნებრივი უჯრედისებისგან არის დამზადებული.

კომპანიის მიზანია, უფრო აქტუალური გახდეს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვაწარმოოთ ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი ფეხსაცმელები. Native Shoes-ის გარდა ამ მიმართულებით არაერთი სხვა კომპანია მუშაობს - მაგალითად, კომპანია Everlane ფეხსაცმლების შესაქმნელად პლასტმასის გადამუშავებულ ბოთლებს იყენებს, კომპანია Allbirds-მა კი ბოტასები ევკალიპტის უჯრედისისგან და შაქრის ლერწამისგან შექმნა.

“ამ მასალაში ინოვაციური არაფერია, სიახლეა ის, თუ როგორ შევძელით მათი ერთ პროდუქტში გაერთიანება და სრულიად ახალი საწარმოო პროცესის შექმნა.” -  Native Shoes

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმელი ყველა სხვა ფეხსაცმლის მსგავსად გაიცვითება, თუმცა მისი გადაგდების მაგივრად ფეხსაცმლის კომპოსტირებაა შესაძლებელი, რაც გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები