Thumbnail

გაიცანით გამომგონებელი გიორგი გაბარაშვილი

 

გიორგი გაბარაშვილმა პირველი რობოტი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ააწყო. რობოტის ყველა დეტალი თვითონ დაამზადა და მის აწყობას სამი წელი მოუნდა. მოგვიანებით  დაინტერესდა მიკროელექტრონიკით და მუშაობა აგრარული უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიაში გააგრძელა. გიორგის უკვე არაერთი საინტერესო გამოგონება აქვს, როგორიცაა ვირტუალური რეალობის ხელთათმანი, მაღალტექნოლოგიური ხელის პროტეზი, ჰუმანოიდი რობოტი, მზვერავი ტანკი. მეგობრებთან ერთად გიორგი გაბარაშვილი მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის  და მარსის მისიისთვის ასტრონავტის კოსტუმის შექმნაზე მუშაობს.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები