Thumbnail

Google-მა Pixel 4-ის პირველი ფოტო გაავრცელა

  • Pixel 4-ის პირველი ოფიციალური ფოტო გავრცელდა
  • სმარტფონი სავარაუდოდ ოქტომბერში გამოვა

ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტში გავრცელებული Pixel 4-ის სავარაუდო დიზაინის ფოტოების საპასუხოდ Google-მა Twitter-ზე სმარტფონის პირველი ოფიციალური ფოტო გაავრცელა.

"რადგან გაინტერესებდათ - აი ისიც! დაელოდეთ და ნახავთ მის შესაძლებლობებს." - Google

როგორც ფოტოზე ჩანს, Pixel 4-ს სხვა სმარტფონებისგან განსხავებული დიზაინის უკანა პანელი აქვს, რომელიც ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულ სტადარტულზე დიდი ზომის ჩარჩოში სავარაუდოდ ორ კამერას, კამერის სენსორს და სანათს აერთიანებს. კამერის ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხეში ასევე ჩანს მცირე წერტილი, რომელიც შესაძლოა მიკროფონის ფუნქციას ითავსებდეს. ფოტოზე ასევე ვხედავთ სმარტფონის ღია ფერის ჩამრთველ ღილაკს და Google-ის ლოგოს. Pixel 4-ს თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით არ ექნება თითის ანაბეჭდის უკანა სენსორი.
 
Pixel 4 სავარაუდოდ ოქტომბერში გამოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები