Thumbnail

Google-ის ახალ ვიდეოთამაშში ვიდეოთამაშების შექმნაა შესაძლებელი

  • საკუთარი ვიდეოთამაშის შექმნა უკვე ნებისმეირ ადამიანს შეუძლია
  • Game Builder Windows-ზე და macOS-ზეა ხელმისაწვდომი

თუ ვიდეოთამაშის შექმნის სურვილი გაქვთ, მაგრამ არ გეხერხებათ პროგრამირება და არც 3D გრაფიკოსებს იცნობთ, Google-ის ახალი ვიდეოთამაში, Game Builder თქვენთვისაა.  კოლაბორაციული თამაში შესაძლებლობას მოგცემთ, მარტივი, Minecraft-ის სტილის თამაში თავად შექმნათ და ამ პროცესში მეგობრებიც დაიხმაროთ.

Game Builder-ში მოთამაშე საკუთარ სამყაროს ქმნის და მის გმირებს და მათი ინტერაქციის ფორმებსაც თავად განსაზღვრავს. ავტორს საკუთარი ვიდეოთამაშის თამაში როგორც მარტო, ასევე Multiplayer რეჟიმში შეუძლია. 

Game Builder-ის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ვიდეოთამაშის შექმნა შეძლოს ნებისმიერმა ადამიანმა, მიუხედავად ამ სფეროში მისი ცოდნისა თუ გამოცდილებისა. თუმცა Google მსურველებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარების და უფრო დახვეწილი თამაშების შექმნის საშუალებას Real Time Javascript რეჟიმით აძლევს. 

Game Builder-ის თამაში უფასოა და ის როგორც Windows-ზე, ასევე macOS-ზეა ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები