Thumbnail
  • სმარტფონის გამოშვება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა
  • Huawei-ს თქმით, გამოსვლის თარიღის შეცვლის მიზეზი ეკრანის პრობლემების თავიდან აცილებაა

Huawei-მ გადასაკეცი სმარტფონის, Mate X-ის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადო. სმარტფონის გამოსვლა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა.

კომპანიის თანახმად, Mate X-ის გამოშვების თარიღის შეცვლის მიზეზი ეკრანის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭირო დამატებითი სამუშაოებია. Huawei-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანია ეკრანთან მიმარათებაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს იმის გათვალისწინებით, რომ Samsung-ის Galaxy Fold-ის სადემონსტრაციო ვერსიამ პრობლემური ეკრანის გამო ჟურნალისტებისგან და და ბლოგერებისგან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა. Huawei-მ და Samsung-მა გადასაკეცი სმარტფონების გამოშვება თებერვალში, ერთდროულად დააანონსეს. სმარტფონის გამოშვება გადადო Samsung-მაც

“არ გვსურს ისეთი პროდუქტი გამოვუშვათ, რომელიც რეპუტაციას შეგვილახავს.” - Huawei

Mate X-ის გამოშვების გადადება შესაძლოა Huawei-სა და აშშ-მთავრობის დაპირისპირებისთან იყოს კავშირში. ტრამპის ბრძანების საფუძველზე Huawei-ს სერვისის მიწოდება ათეულობით კომპანიამ შეუწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები