Thumbnail
  • თვითმავალი სატვირთო ავტომობილები პორტში ტვირთს გადაიტანენ
  • ავტონომიური ტრანსპორტი 40 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით არ იმოძრავებს

ავტონომიური სატვირთო ელექტრომობილი Vera  შვედურმა კონცერნმა 2018 წლის სექტემბერში წარმოადგინა. Volvo-ს კონცეფციაა შექმნას სატვირთო ავტომობილი, რომელიც სამრეწველო ზონაში და პორტებს შორის დამოუკიდებლად იმოძრავებს და ტვირთს გადაიტანს. ამ პროექტის განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. კომპანიამ მიიღო შეკვეთა, რომელიც  გეტებორგის პორტში კონტეინერების გადატანას ითვალისწინებს.

რეისების დროს ავტონომიური ტრანსპორტი 40 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით არ იმოძრავებს. უპილოტო ელექტრომობილი სრულად ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებს, ამიტომაც Volvo-ში გადაწყვიტეს მძღოლის კაბინა საერთოდ გაეუქმებინათ.  

ეს თანამშრომლობა პირველი ნაბიჯია და ჩვენ მისი გაგრძელება გვსურს. ავტონომიურ, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს დიდი მომავალი აქვს და კომპანიის სურვილია შევიტანოთ წვლილი მის განვითარებაში- მიკაელ კარლსონი, Volvo Truck-ის ვიცე-პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ Volvo ერთდროულად რამდენი ავტონომიური ავტომობილის პროექტზე მუშაობს. შვედური კომპანიის კიდევ ერთ თვითმავალ სატვირთო ავტომობილ FH-ს ნორვეგიაში გამოცდიან. Volvo ერთ-ერთ ნორვეგიულ კომპანიას ექვს თვითმავალ ელექტრომობილს მიაწვდის. ავტონომიური ტრანსპორტი კარიერიდან  5 კილომეტრის მანძილზე განლაგებულ პორტში ტვირთს გადაიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები