Thumbnail

Samsung Galaxy Fold სავარაუდოდ არც ზაფხულში გამოვა

  • Samsung Galaxy Fold-ის გამოშვება უკვე მეორედ გადაიდო
  • Samsung-ი სმარტფონის გამოშვების ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს

Samsung-ის 2000 დოლარის ღირებულების გადასაკეცი სმარტფონის, Galaxy Fold-ის გამოშვების თარიღი შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიცვალოს. ინფორმაციას გამოცემა The Korea Herald ავრცელებს. სმარტფონი, რომელიც კომპანიამ ოფიციალურად მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა, აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა Galaxy Fold-ის ეკრანთან დაკავშირებული ხარვეზის და ბლოგერებისგან მიღებული უარყოფითი შეფასებების გამო, მისი გამოშვება ივლისისთვის გადაიდო, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ სმარტფონი შესაძლოა არც ივლისში გამოვიდეს.

მას შემდეგ, რაც Samsung-მა თებერვალში ინოვაციური ფორმის სმარტფონი-ტაბლეტის გამოშვება დააანონსა, სმარტფონების ანალოგიური მოდელები სხვა არაერთმა კომპოანიამ, მათ შორის Huawei-მაც წარადგინა, თუმცა ამ დრომდე არცერთი დაანონსებული სმარტფონი ბაზარზე არ გამოჩენილა. გადასაკეცი სმარტფონის გამოშვების თარიღი Huawei-მაც შეცვალა, თუმცა ინფორმაცია გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზის შესახებ ჯერჯერობით დაუზუსტებელია. მიზეზი ეკრანის პოტენციური პრობლემების გარდა შესაძლოა კომპანიის აშშ-ის მთავრობასთან დაპირისპირება იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები