Thumbnail
  • ხელსაწყო NEAR ტელესკოპს ახალი ობიექტების დაფიქსირებაში დაეხმარება
  • NEAR-ს ალფა კენტავრის სისტემაში ეგზოპლანეტებზე დაკვირვებისთვის გამოიყენებენ

Very Large Telescope - ძალიან დიდი ტელესკოპი  ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის (ESO) წარმატებული პროექტია. ის დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილას, ატაკამას უდაბნოში (ჩილე)  ზღვის დონიდან 2635 მეტრზე მდებარეობს.

VLT მსოფლიოში ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპია. ის შედგება ოთხი 8.2 მეტრის მონოლითური სარკის მქონე ტელესკოპისგან, რომლებსაც შეუძლიათ ობიექტებს დააკვირდნენ, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ინტერფერომეტრის რეჟიმში. ოთხი ტელესკოპის მიერ შეკრებილი სინათლე ერთი 16 მეტრიანი ტელესკოპის მიერ შეკრებილი სინათლის ანალოგია.

VLT ატაკამას უდაბნოში 1998 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში ტელესკოპმა არაერთი უნიკალური ფოტო გადაიღო, მათ შორის არის იუპიტერის და შორეული ეგზოპლანეტების გამოსახულებები. ობსერვატორიამ ტელესკოპზე ახალი ინსტრუმენტი, NEAR დაამონტაჟა, რაც მის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

NEAR დღეს პირველი და ერთადერთი ხელსაწყოა, რომელმაც შესაძლებელია სასიცოცხლო ზონაში მყოფი ეგზოპლანეტების მკვეთრი გამოსახულება მოიპოვოს. აპარატი ახერხებს ეგზოპლანეტასთან ახლოს განლაგებული ვარსკვლავის ნათების ბლოკირებას, რაც ობიექტის დაფიქსირებას აადვილებს- ოლივიე გიიონი, ეგზოპლანეტების შემსწავლელი პროგრამის ხელმძღვანელი.

ახალი ინსტრუმენტი ალფა კენტავრის მიმართულებით იქნება მიმართული, სადაც შესაძლებელია დედამიწის მსგავსი პლანეტების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა მზის სისტემისგან შორს არ არის განლაგებული, ასტრონომებს მის შესახებ ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები