Thumbnail

Aska-მფრინავი ავტომობილი დასაკეცი ფრთებით

  • ASKA საფრენი აპარატია, რომელსაც გზაზე მოძრაობაც შეუძლია
  • მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი 2020 წლის დასაწყისში გამოჩნდება

ამერიკულ-ისრაელის სტარტაპ NFT-ის ინჟინრებმა მფრინავი ავტომობილის კონცეფცია შეიმუშავეს. ASKA  ელექტრო საფრენი აპარატია, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. ამავე დროს აპარატი მარტივად ახერხებს ფრთების დაკეცვას და გზაზე ჩვეულებრივი ავტომობილივით მოძრაობას.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მფრინავ ავტომობილს აფრენისა და დაშვებისთვის მცირე ზომის მოედანი დასჭირდება. ASKA-სთვის ჰაერში ასაფრენად ოცი მეტრი გაშლილი სივრცეც საკმარისია. ჰაერში ასვლის შემდეგ მფრინავი ავტომობილი კორპუსის უკანა მხარეს და ფრთებზე განლაგებულ ვენტილატორებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაიყვანს. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ საჰაერო აპარატის მოძრაობას. კონსტრუქცია აპარატის მაღალ სისწრაფეს და ენერგოეფექტურობას განაპირობებს. მფრინავი ავტომობილი ჰაერში  560 კილომეტრის დისტანციას დაფარავს.

სტარტაპი მფრინავი ავტომობილების სერიულად წარმოებას და გაყიდვას არ გეგმავს. მსურველებს მისი ქირაობა შეეძლებათ. ASKA-ს პირველი პროტოტიპის დამზადებას 2020 წლის დასაწყისში აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები