Thumbnail

სხდომის პირდაპირ ეთერში მინისტრის სახეზე კატის ფილტრი ჩაირთო

  • მინისტრის ვარდისფერი ყურები პირდაპირი ეთერის მაყურებლებმა შენიშნეს
  • პაკისტანის მთავრობამ მომხდარს “ადამიანური შეცდომა” უწოდა

პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ Facebook გვერდზე მიმდინარე პირდაპირ ეთერში ერთ-ერთo მინისტრის სახეზე შემთხვევით კატის ფილტრი გააქტიურდა. მინისტრს ვარდისფერ ყურებიანი ფილტრი მთელი შეხვედრის განმავლობაში “ამშვენებდა”, სანამ პირდაპირი ეთერის ერთ-ერთმა მაყურებელმა გვერდის ადმინისტრატორს ფაქტის შესახებ არ მიანიშნა.

ხარვეზის სქრინშოთები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ჰეშთეგი #BandaBilliBanaHuaHai, რომლითაც Twitter-ზე სურათის სხვადასხვა, სახალისო სათაურების მქონე ვერსიები ვრცელდებოდა, საიტის Trending გვერდზეც კი მოხვდა. 

პაკისტანის მთავრობამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარს “ადამიანურ შეცდომას” უწოდებს. “ყველა საჭირო ზომა მიღებულია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ინცინდენტი არ განმეორდეს.” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები