Thumbnail

გერმანიაში ციფრული პირადობის მოწმობით სარგებლობა გახდება შესაძლებელი

  • ვირტუალური პირადობის მოწმობის გამოყენებას iPhone-ის მომხმარებლები შეძლებენ
  • სერვისი iOS 13-ის განახლებული NFC მხარდაჭერით ფუნქციონირებს

გერმანული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანები Apple-ის iOS 13-ის გამოსვლის შემდეგ ციფრული ID ბარათით სარგებლობას შეძლებენ. გერმანიის მთავრობის ახალი აპლიკაცია, AusweisApp2 iOS 13-ის განახლებული NFC მხარდაჭერის საფუძველზე შეიქმნება. მოქალაქეები სმარტფონში განთავსებული პირადობის მოწმობით სარგებლობას ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის აეროპორტებშიც შეძლებენ. 

მიუხედავად NFC სისტემის სანდოობისა, იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი ანდობს რეალურად პირად მონაცემებს საკუთარ iPhone-ს, ამ დროისთვის შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, გერმანიის მოქალაქეებს ეძლევათ არჩევანი, NFC სისტემა გადახდების გარდა ახალი დანიშნულებითაც გამოიყენონ. 

iOS 13 სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა. გერმანიის გარდა, ციფრული იდენტიფიკაციის შესაძლებლობას მოქალაქეებს სამომავლოდ იაპონიაც შესთავაზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები