Thumbnail

NASA მთვარის ზედაპირის გამოსაკვლევად რობოტებს გააგზავნის

  • კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ინჟინრები მთვარის ხვრელების გამოსაკვლევად რობოტს დაამზადებენ
  • მისია Skylight მთვარეზე 2023 წელს იგეგმება

NASA 2 მილიონ დოლარს გამოყოფს კარნეგი მელონის უნივერსიტეტისათვის ახალი რობოტის შესაქმნელად, რომელმაც მთვარის ზედაპირზე არსებული ღრმა ხვრელები უნდა შეისწავლოს. მიწისქვეშა ხვრელები და მღვიმეები დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე უკვე არაერთხელ დაფიქსირდა, მაგრამ მათი გამოკვლევა აქამდე ვერ ხერხდებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ხვრელების შიგნით დიდი რაოდენობით სასარგებლო მინერალები და სხვა რესურსები შეიძლება იყოს.

რობოტების მისიამ სახელწოდება Skylight მიიღო. პროექტისთვის რამდენიმე რობოტს ააწყობენ. რობოტების მიზანია დედამიწის თანამგზავრზე არსებულ ხვრელებში ჩაღწევა და გამოკვლევა, შემდეგ კი ფოტო და ვიდეო მასალის გამოგზავნა. რობოტებმა ეს მისია ავტონომიურ რეჟიმში მაქსიმალურად სწრაფად, დაახლოებით ერთ კვირაში უნდა შეასრულონ, იქამდე სანამ ელემენტები დაუჯდებათ.

რობოტების დასამზადებლად  კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებს ორწლიანი ვადა აქვთ. მთვარეზე Skylight-ის მისიის გაგზავნა 2023 წლისთვის იგეგმება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები