Thumbnail

პერუში მიწისძვრის შემდეგ ინტერნეტის მიწოდება აეროსტატებით აღადგინეს

  • კომპანია Loon ინტერნეტის მიწოდებისათვის აეროსტატებს იყენებს
  • Loon-ის ინტერნეტით პერუში მიწისძვრით დაზარალებულმა ათასობით ადამიანი ისარგებლა 

Loon Alphabet-ის ჯგუფში შემავალი კომპანია, რომლის მიზანი აგრარული და ნაკლებად დასახლებული რეგიონებისათვის ინტერნეტის მიწოდებაა. ამისათვის კომპანია აეროსტატებს და სტრატოსტატებს იყენებს. აეროსტატი ჰაერში საჭიროების შემთხვევაში იცვლის სიმაღლეს და იყენებს საჰაერო დინებებს. Google-ის სპეციალური პროგრამა GPS-ით იღებს აეროსტატის კოორდინატებს, ასევე U.S. National Oceanic and Atmospheric Administration-ის მიერ მოწოდებულ ამინდის პროგნოზს. პროგრამა ცდილობს სხვადასხვა სიმაღლეზე ქარის მიმართულებიდან გამომდინარე აეროსტატისთვის ოპტიმალური მარშრუტი განსაზღვროს.

2019 წლის მაისის ბოლოს პერუში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ინტერნეტი აღარ მიეწოდებოდა. ინტერნეტის აღსადგენად ქვეყნის მთავრობამ და ადგილობრივმა ოპერატორმა Tefónica-მ დახმარებისათვის Loon-ს მიმართეს. კომპანიამ გადაწყვიტა პუერტო რიკოში განლაგებული აეროსტატები პერუში გადაეყვანა, რასაც ორი დღე დასჭირდა. აეროსტატები პერუს ჩრდილოეთ ნაწილში გალაგდნენ და უმოკლეს დროში შეძლეს მოსახლეობისთვის 4G ინტერნეტის მიწოდება. 48 საათის განმავლობაში Loon-ის ინტერნეტით 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

აეროსტატით მეშვეობით ინტერნეტის მიწოდებას, როგორც წესი საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რადგან სახმელეთო ინფრასტრუქტურის გამართვას და ქსელში კავშირგაბმულობის ოპერატორის ინტეგრაციას მოითხოვს. თუმცა პერუს რეგიონებში ინტერნეტის აღდგენა Loon-მა  უჩვეულოდ მოკლე პერიოდში მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები